თეგებით ძიება
16. 08. 2024 მსოფლიო

ევროპაში "მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფ­რი­კის მიღ­მა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი შვე­დე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მათ მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის ახა­ლი, უფრო გა­დამ­დე­ბი, ვა­რი­ან­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აფ­რი­კის ფარ­გლებს მიღ­მა. მათი ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აფ­რი­კა­ში და­ა­ვად­და, სა­დაც ახლა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

შვე­დე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გავ­რცელ­და, მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (WHO) აფ­რი­კის ნა­წი­ლებ­ში მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის გავ­რცე­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხედ გა­მო­ა­ცხა­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში უკვე 450 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, და­ა­ვა­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის სხვა ნა­წი­ლებ­შიც გავ­რცელ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს გა­ცი­ე­ბის მაგ­ვარ სიმპტო­მებს, კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რიც იყოს. არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ ასი­დან ოთხ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს სიკ­ვდილს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა