თეგებით ძიება

რა არის "მაიმუნის ყვავილი", რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ლეტალობის სტატისტიკა?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რედ, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 2022-2023 წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში შტა­მია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, სა­დაც 14 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ბობს, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ახა­ლი შტა­მი, გა­ცი­ლე­ბით მეტ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას იწ­ვევს, ვიდ­რე მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია.

"რო­ი­ტე­რი“ წერს, რომ 2024 წლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე აფ­რი­კა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლით“ ინ­ფი­ცი­რე­ბის 17 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 160%-ით აღე­მა­ტე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დრო­უ­ლად მი­ი­ღონ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი ზო­მე­ბი.

"ნა­თე­ლია, რომ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ აფეთ­ქე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ტედ­როს გებ­რე­ი­ე­სუს­მა. მისი თქმით, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" აღ­მო­ჩე­ნა და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა­ში, მისი აღ­მო­ჩე­ნა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც აქამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი" არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, და მისი შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აფ­რი­კა­სა და მის მიღ­მა, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია”.

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გარ­და, "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ბუ­რუნ­დი­ში, კე­ნი­ა­ში, რუ­ან­და­სა და უგან­და­ში.

15 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" ახა­ლი, უფრო გა­დამ­დე­ბი ვა­რი­ან­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რეს აფ­რი­კის ფარ­გლებს მიღ­მა, ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, შვე­დეთ­ში. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აფ­რი­კა­ში და­ა­ვად­და, სა­დაც ახლა "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

რა არის "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი"?

ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად გვხვდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, ზურ­გის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა სა­ხე­ზე, ხოლო შემ­დეგ სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­საც ედე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ნა­ყა­რი ჩნდე­ბა ხე­ლის­გუ­ლებ­სა და ფე­ხის ტერ­ფებ­ზე.

გა­მო­ნა­ყარს ახა­სი­ა­თებს მწვა­ვე ქა­ვი­ლი. და­ზი­ა­ნე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, კან­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს ნა­წი­ბუ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნის და­სე­ნი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­ი­მუ­ნი­სა­გან, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც.

ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო შტა­მამ­დე "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის" 100-დან 1 შემ­თხვე­ვა იყო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი, ახა­ლი შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვვე­ვა 100-დან 4-ია.

წყარო: ამბები.ჯი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა