თეგებით ძიება

წყალი მთელი დღით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ, მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს.

სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. მაგისტრალურ მილსადენებზე ინფრასტრუქტურის განახლება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი.

აღსანიშნავია, რომ მეტეხის ხიდის მიმდებარედ არსებული ქსელი 14 000-ზე მეტ მომხმარებელს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზნის, მაჭრის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა