თეგებით ძიება
16. 08. 2024 მსოფლიო

ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა

დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბელარუსის ლიდერის თქმით, ომის გაგრძელებით მხოლოდ დასავლეთში არიან დაინტერესებულები და სურთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი გაანადგურონ, რუსეთსა და ბელარუსს კი ნატოს წინააღმდეგ ომი არ უნდათ.

„ეს არის რუსეთისა და ბელარუსის საერთო ბრძოლა ამ მხეცების წინააღმდეგ. რა ვქნათ, ვისხდეთ და ველოდოთ როგორ გაანადგურებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ეს 85 წლის წინ გააკეთეს? რა თქმა უნდა, ვუპასუხებთ მყისიერად და ადეკვატურად. თუ არ უნდათ, რომ ეს მოხდეს, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს. ეს დასავლეთში აწყობთ.

მე არ შემიძლია ფაქტების გამჟღავნება, რადგანაც ისინი გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგჯერ ისინი ღიად საუბრობენ - მაღალი რანგის პირები ამბობენ: „დაე რუსებმა და უკრაინელებმა დახოცონ ერთმანეთი და ყველა დაიღუპოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა