იაპონიაში ტაიფუნის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
იაპონიის აღმოსავლეთით ტაიფუნ „ამფილის“ გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისი, ზოგ ადგილას არ არის ელექტროენერგია. ევაკუაციის შესახებ მოწოდება ათასობით ადამიანმა მიიღო.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ „ამფილს“ „ძალიან ძლიერის“ კატეგორია მიანიჭა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 60 მეტრს აღწევს. სპეციალისტების პროგნოზით, ტაიფუნი აღმოსავლეთ პროვინცია კანტოს და დედაქალაქ ტოკიოს პარასკევს საღამოს მიაღწევს.