ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატები ჯეიმს დევიდ ვენსი ტიმ უოლცთან დებატებს დათანხმდა
„რესპუბლიკური“ პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი დათანხმდა დებატებს „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, ტიმ უოლცთან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
დაგეგმილი დებატები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს ტელეკომპანია CBS-ი უმასპინძლებს.
„ამერიკელი ხალხი იმსახურებს რაც შეიძლება მეტ დებატებს“, - განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.