რუსეთის თავდაცვის მინისტრი: ბელგოროდის დაცვის გეგმა უკვე შემუშავებულია
ბელგოროდის დაცვის გეგმა უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც ანდრეი ბელოუსოვმა განმარტა, კურსკში უკრაინელების შეტევის ფონზე რუსეთი ბელგოროდის ოლქში დამატებით სამხედრო ძალებს გაგზავნის.
ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გუშინ გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინელთა მხრიდან გამუდმებული სროლისა და დრონებით თავდასხმების გამო, ოლქში ვითარება უკიდურესად მძიმეა.