მაიმუნის ყვავილის საფრთხის გამო, ჩინეთში შესულ პირებს 6 თვე დააკვირდებიან
პირებს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ, ჩინეთი მაიმუნის ყვავილზე გააკონტროლებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ეხება სხვადასხვა პროდუქტს.
ქვეყნის საბაჟოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჩინეთი შესულ პირებსა და საქონელს 6 თვის განმავლობაში დააკვირდება.
გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანმო-მ გაავრცელა განცხადება, რომ მაიმუნის ყვავილის (MPOX) ვირუსი კვლავ გახდა საგანგაშო საკითხი ჯანდაცვის სფეროში.
"პერსონალს, რომელსაც აქვს ვირუსის სიმპტომები, ან ჰქონდა კონტაქტი მათთან, ვინც დაავადებულია მაიმუნის ყვავილით, უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საბაჟო სამსახურს აცნობოს,"- წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის სახეობებს, კონტეინტერებს და პროდუქტებს იმ რაიონებიდან, სადაც არის დაავადების შემთხვევები, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.
გასულ წელს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ მაიმუნის ყვავილის დაავადება ინფექციური დაავადებების B კატეგორიას მიაკუთვნა, რაც მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს აძლევს უფლებას, მიიღონ გადაუდებელი ზომები, როგორებიც არის შეკრების შეზღუდვა, სასწავლო და სამუშაო დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერება, უბნების "ჩაკეტვა" დაავადების გავრცელების შემთხვევაში.
დღეის მდგომარეობით, ინფექციური დაავადებების B კატეგორიას COVID-19, შიდსი და SARS მიეკუთვნება.