დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას - დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში
დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება, - აცხადებს ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.
ელჩი სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ის საქართველოში მუშაობის პირველ კვირას ქართულ ენაზე აჯამებს.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი 25 წლის შემდეგ, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს საოცარ ქვეყანას”, - ამბობს გარეტ უორდი.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.