უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმზე იერიშები მიიტანეს
უკრაინელებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დრონებით იერიშები მიიტანეს. უკრაინული ტელეგრამ-არხი Кримский ветер-ის დაუდასტურებელი ცნობით, დარტყმების ქვეშ ქერჩის პორტი მოხვდა.
Кримский ветер გამომწერებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქერჩში ისმოდა აფეთქებების ხმა და ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო დაზიანდა ტროტუარი და დროებით დაიკეტა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის თავზე ხუთი უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ ასევე ორი უპილოტო ნავი გაანადგურა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მოემართებოდა.
უკრაინის შეირაღებულ ძალებს ყირიმის ნახევარკუნძულზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.