თეგებით ძიება

ფიზიკურ პირებს 361.3 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში 63 558 ფიზიკურ პირს ჩამოეწერა.

აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ პარლამენტის დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ინფორმაციაში.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ჯამში ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების რაოდენობა 361 339 508 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილს „დ“ ქვეპუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს აღიარებული, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი ჩამოეწერება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა