„თუ დიდი აქტივობა იქნება, ხელისუფლებაც შეიცვლება“ - ალეკო ელისაშვილი
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის ალეკო ელისაშვის აზრით, თუ დიდი აქტივობა იქნება, ხელისუფლებაც შეიცვლება.
„მინდა, რომ ხალხი დავარწმუნოთ, როგორ შევცვლით ხელისუფლებას. ბევრი ხალხი თუ მივა არჩევნებზე, დავირაზმებით და მივალთ. არჩევანი გაჩნდა, აქამდე სულ ისმოდა რომ “ოცნება“ არ ვარგა, იპარავენ, მათი გაკეთებული ინგრევა და ფუჭდება, მაგრამ წინა ხელისუფლების დაბრუნება არ გვინდაო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, ახლა გაჩნდა რეალური ალტერნატივა - არ მოგწონს „ოცნება“ და მიგაჩნია, რომ დაქცეულ რუსეთში მიგათრევს, ჩემი აზრით, საწინდარია იმის, რომ არავინ სახლში არ დარჩეს, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს აქვს შანსი. უნდა დავარწმუნოთ ხალხი და დავიჯეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლილება. დიდი აქტივობა თუ იქნება, ხელისუფლებასაც შევცვლით“, - განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.