თეგებით ძიება

2020 წლის შემდეგ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს აჭარბებს

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო.

რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით საქსტატის სხვა მონაცემებს. გარდაცვალების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებია. მეორეზე სიმსივნეები, მესამეზე სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები.

ბოლო 12 წელში, გაზრდილია სუიციდის შედეგად სიკვდილიანობის კოეფიციენტიც (მოსახლეობის 100 000 კაცზე). 2012 წელს ეს მაჩვენებელი (ორივე სქესი) 2.8 იყო, 2023 წელს კი 5.6, განსაკუთრებით მაღალი იყო  2018-2019 წლებში და 6.7-7-ს აღწევდა.

რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3 694 600 ადამიანს შეადგენდა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა