თეგებით ძიება

უსაფრთხოების მიზნით ცესკოს შენობის გარკვეული ნაწილზე ღობის ინსტალაცია დამონტაჟდება - რა განცხადება ვრცელდება?

ცესკო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ღობის ინსტალაციის დამონტაჟებას გეგმავს. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ.

"ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს. საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები, რომელშიც სამწუხაროდ, ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.

შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ეს საკითხი ცესკოს ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულაციური განცხადებების გაკეთების საფუძველია. იყო მცდელობა საკითხი წარმოჩენილიყო იმგვარად, თითქოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში საკუთარი საქმიანობის გამო არსებულ შიშს უკავშირდება, რაც ერთგვარად ამ უწყების წარმომადგენელთა შეურაცხყოფადაც შეიძლება განვიხილოთ. უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადერბაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა