„ლაპარაკობენ როგოც ქართულად ასევე რუსულად. გირეკავენ სახლის ტელეფონზე... ფრთხილად იყავით, ჯერ ყველაფერი გადაამოწმეთ...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სოცქსელში?
სოციალურ ქსელში მორიგი თაღლითობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. გავრცეკლებული ინფორმაციით, უცნობი ადამიანები სახლის ტელეფონზე რეკავენ, ადამიანებს ახლობლის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიან და თანხის ჩარიცხვას სთხოვენ.
„ადმინ გთხოვ დამიდასტურე. ხალხო, არ მოტყუვდეთ. ახალი აფიორაა. გირეკავენ სახლის ტელეფონზე რომ თქვენს ნათესავს, დედას, ცოლს, შვილს მანქანა დაეჯახა და სასწრაფოდ ფული უნდა გადაურიცხოთ. დღეს დილით "დედამ" დამირეკა, მისი ხმა იყო, წითელზე ვითომ გადადიოდა და მანქანა დაეჯახა, ფეხი, ხელი მოტეხილი ჰქონდა, მობილური დამტრეული ამიტომაც სახლის ტელეფონზე რეკავდა. მძღოლი სიკვდილის პირასაა და მძღოლის ოჯახი განცხადებას წერს რომ დედა ციხეში ჩასვან. მერე აძლევს ყურმილს ვიღაც გამომძიებელს რომელიც მეუბნება რომ თუ ოპერაციის თანხას 21 000 $ გადავიხდით, მაშინ საჩივარს არავინ არ დაწერს. და თუ სრული თანხა არ მაქვს ნაწილებად დამერიცხა. დედის ნომერიც გამორთული იყო იმწამსვე დავურეკე. რა მექნა, გამოვიძახე ტაქსი წავედი რესპუბლიკურში ვაჟაზე. თურმე საავადმყოფო სექტემბრამდე დაკეტილია. ადგილზე დაცვა დამხვდა, და მისი თქმით მე ამ კვირაში მე10 თუ მე11 ადამიანი ვიყავი, ვინც კანკალით მოდიოდა საავადმყოფოში. ხალხი მართლა ურიცხავს თანხას და მერე იგებენ სინამდვილეს. ფრთხილად იყავით, ჯერ ყველაფერი გადაამოწმეთ, დარეკეთ საავადმყოფოში, ზარი თუ არ გადის, მიდით და ადგილზე გაარკვიეთ. ეს კაცი მერე კიდე დამირეკა და მემუქრებოდა რომ ციხეში აღმოვჩნდებოდით. ლაპარაკობენ როგოც ქართულად ასევე რუსულად. მაქსიმალურად გაავრცელეთ, ყველას მოუყევით“, - წერს სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“.