ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ქეით მიდლტონის დაავადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ Daily Beast-ი Daily Mail-ის გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება.
Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ მიდლტონი მძიმედ დაავადდა იანვარში ოპერაციამდე დიდი ხნით ადრე. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად მისი ავადმყოფობა საზოგადოებისთვის დამალული იყო. ოპერაციის შემდეგ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
„არა მგონია, ხალხს ესმოდეს, რა განიცადა მან და რამდენ ხანს გაგრძელდა ეს განცდები - ბევრად მეტი, ვიდრე ვინმეს ესმის“ - წერს გამოცემა.
როგორც გამოცემამ გაარკვია, მისი პრინცესა მანამდე არსებულ სამუშაო გრაფიკს აღარ დაუბრუნდება. უახლოეს მომავალში მიდლტონი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებში მიიღებს მონაწილეობას.
ქეით მიდლტონმა საზოგადოებაში რეგულარულად გამოჩენა 2023 წლის დეკემბერში შეწყვიტა. მისი არყოფნა თავდაპირველად მუცლის ღრუს მოულოდნელ ოპერაციას მიეწერებოდა, რომელიც მან 2024 წლის იანვარში გაიარა. მარტისთვის ქეითის ხანგრძლივმა დუმილმა მრავალი შეთქმულების თეორია გამოიწვია. მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობა რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.