მთავრობის განკარგულებით, დიღმის ტყე-პარკი თბილისის მერიას გადაეცა
დიღმის ტყე-პარკი მთავრობის განკარგულებით, თბილისის მერიას გადაეცა. განკარგულება, რომელსაც პრემიერი კობახიძე აწერს ხელს 15 აგვისტოთი თარიღდება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჭოხონელიძის 4-ში მდებარე 25 634 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს განუსხვისებელი ქონების სახით გადაეცემა.
დიღმის ტყე-პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.