ლევანტეს ადმინი, ხავი ქართვეელი ტალანტების აღმოსაჩენად, თბილისში ჩამოვიდა
ესპანური კლუბის, „ლევანტეს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ხავი, რომელიც საქართველოში ევროპის Ჩემპიონატის შემდეგ სოციალური ქსელიდან გაიცნეს, თბილისშია.
ხავი საქართველოში Levante UD-ის საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ქართველი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოვიდა.
„ქართული კულტურის გაცნობა მინდა, ეს ახალია ჩემთვის. ქვეყანა უნდა ვნახო. ინტერნეტში რაც მოგვწერეს, იმ სიყვარულის ნახვა გვინდა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით. ქართველი ბავშვების, ტალანტების სანახავად ვართ ჩამოსული. მათგან 10 რჩეული ვალენსიაში წამოვა.
გიორგი ქოჩორაშვილი ძალიან გამორჩეული მოთამაშეა, ძალიან ქარიზმატულია. გაცნობისთანავე შეგვიყვარდა და მოგვწონს ეს მოთამაშე. ახლა გაიზარდა ეს ბიჭი, უფრო ძლიერია და ევროპაშიც იცნობენ. მან „ლევანტეს“ პატივისცემა დაიმსახურა“, – განაცხადა ხავიმ.
„ჩვენ უკვე აქ ვართ“ – აღნიშნულია Levante UD-ის გვერდზე.