რუსეთში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი კამჩატკიდან, დაახლოებით, 90 კილომეტრში იყო, სიღრმე კი 50 კილომეტრს შეადგენდა.
სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.