საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.
ის 2008 წლის 9 აგვისტოს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ, ცემით მოკლეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, და კოლეგები არიან შეკრებილები.