თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

თურქეთის ხუთ პროვინციაში ხანძარია - 78 ადამიანი დაშავდა

თურქეთში ხანძარია. თურქეთის სატყეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი ქვეყნის ხუთ პროვინციაში მძვინვარებს. გავრცელებული ინფორმაციით, იზმირში სიტუაცია შემსუბუქდა და დასახლებულ რაიონებს საფრთხე აღარ ემუქრება.

იზმირის პროვინციის კარშიაკის რაიონში ხანძარი სამი პირის მიერ პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. ხელისუფლება აღნიშნული პირების დასადგენად მუშაობს.

ხანძრის შედეგად დაშავდა 78 ადამიანი, ხოლო დამწვარია 16 საცხოვრებელი სახლი და ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 30 ობიექტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა