თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

სოციალური ქსელი X ბრაზილიაში კომპანიის მუშაობას აჩერებს

სოციალური ქსელი X ბრაზილიაში კომპანიის მუშაობას აჩერებს. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ X-ის აპლიკაცია ბრაზილიის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი რჩება.

კომპანიის განცხადებაშია ნათქვამია, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაესის „ცენზურის განკარგულებების“ გამო მიიღეს.

როგორც ილონ მასკის კუთვნილი სოციალური ქსელის პლატფორმა X აცხადებს, მორაესი საიდუმლოდ დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს დაპატიმრებით, თუ კომპანია არ დაემორჩილებოდა სამართლებრივ განკარგულებებს პლატფორმიდან გარკვეული კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით.

სოციალური მედიის კომპანიამ გამოაქვეყნა მორაესის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ X-ის წარმომადგენელს, რეიჩელ ნოვა კონსეისაოს დაეკისრება ყოველდღიური ჯარიმა 3 653 დოლარის ოდენობით და გაიცემა მისი დაკავების ორდერი, თუ პლატფორმა სრულად არ დააკმაყოფილებს მორაესის განკარგულებებს.

„ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავხუროთ ჩვენი საქმიანობა ბრაზილიაში“, – ნათქვამია X-ის განცხადებაში.

ბრაზილიის უზენაეს სასამართლოში, რომლის წევრიც არის მოსამართლე მორაესი, სააგენტო „როიტერს” აღნიშნულ საქმეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრეს.

მანამდე მოსამართლე მორაესმა დაავალა X-ს გარკვეული ანგარიშების დაბლოკვა ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მმართველობისას ყალბი ამბებისა და სიძულვილის შემცველი შეტყობინებების გავრცელების საქმის გამოძიების ფარგლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა