თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმოს კიევის რეჟიმის მიერ მომზადებული პროვოკაციული ქმედებები - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, კურსკის ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაგმოს. 

რუსი პროპაგანდისტი ამტკიცებს, რომ კურსკში ატომურ ელექტროსადგურებზე ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა ევროპაში ადამიანურ კატასტროფას განაპირობებს.

კიევის რეჟიმმა კურსკის ატომურ ელეტქროსადგურებზე თავდასხმის მომზადება დაიწყო. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით გაეროს, დაუყოვნებლივ დაგმოს კიევის რეჟიმის მიერ მომზადებული პროვოკაციული ქმედებები და თავიდან აიცილონ კურსკის ატომურ ელექტროსადგურებზე ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ადამიანური კატასტროფა ევროპაში", - ამბობს ზახაროვა.

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა