თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

საზღვარზე ვითარება უცვლელია, ის თავისი განცხადებებით სიტუაციას ამძაფრებს - უკრაინა ლუკაშენკოს პასუხობს

რუსულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი იძულებული იყო, უკრაინის საზღვართან თავისი არმიის თითქმის მესამედი გადაეყვანა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ლუკაშენკო თავისი განცხადებებით გარემოს ამძაფრებს.

„ბელარუსის რესპუბლიკასთან საზღვარზე არსებული სიტუაცია უცვლელია. როგორც ვხედავთ, ლუკაშენკოს რიტორიკა ასევე არ იცვლება, მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას ტერორისტი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩვენს საზღვართან ბელარუსის დანაყოფების პირადი შემადგენლობის ან ტექნიკის რაოდენობის ზრდას“, –ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უწყების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ანდრეი დემჩენკომ განუცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა