ისრაელმა „ჰამასის“ კიდევ ორი მაღალჩინოსანი მოკლა
ისრაელმა ჰამასის კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაანადგურა. თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერტილოვანი დარტყმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე განხორციელდა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ლიკვიდირებულია ახმედ აბუ არა და რაფეტ დავასი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.