თეგებით ძიება

„მივესალმები "ევროპული საქართველოს" შემოერთებას "ერთიანობის" პლატფორმაში“ - მიხეილ სააკაშვილი

 2016 წელს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა, სწორედ გიგი წერეთელმა გადაარჩინა ეს პარტია თავისი მხარდაჭერით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს

,,ვუყურე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პლატფორმის გაძლიერებას და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გამიხარდა, ასეთ რთულ დროში ჩემმა მეგობარმა და თანამებრძოლმა კობა ნაყოფიამ თავის თავზე მძიმე პასუხისმგებლობა აიღო.

მივესალმები "ევროპული საქართველოს" შემოერთებას "ერთიანობის" პლატფორმაში. მინდა ყველას შევახსენო, 2016 წელს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა, სწორედ გიგი წერეთელმა გადაარჩინა ეს პარტია თავისი მხარდაჭერით.

შემდეგ მას ეჭირა ყველა ქართველ პოლიტიკოსზე მაღალი თანამდებობა საერთაშორისო დონეზე, იგი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ხშირად აკეთებდა ჩემს მხარდამჭერ განცხადებებს.

ვულოცავ  "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" გაძლიერებასა და ვუსურვებ გამარჯვებას!" - წერს სააკაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა