თეგებით ძიება

რატომ იკურთხება ფერისცვალებას ხილი? - ყველაფერი ამ დღის შესახებ, რაც უნდა იცოდეს ქრისტიანმა

ფერიცვალება მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა და ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღინიშნება.

ფერისცვალება ერთერთი დიდი და გამორჩეული დღესასწაულია, ეს არის დღე როდესაც გამოვლინდა უფლის ღვათებრიობა.

ფერისცვალება მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენშიც უნდა მოხდეს ფერისცვალება, ბოროტება სიკეთით

შეიცვალოს, სიძულვილი – სიყვარულით, გარდაიქმნას ადამიანის მთელი ბუნება, მისი სული, გონება, სხეული, ყველაფერი შეიცვალოს მასში, ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი.

რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს?

ეს არის მადლიერების გამოხატვა უფლის წინაშე. ფერისცვალების პერიოდი ხომ სწორედ ის პერიოდია რა დროსაც განსაკუთრებული სისავსით ყველა ხილის ნაყოფის მოპოვება და მირთმევა შეგვიძლია უფლისათვის.

თავად ფერისცვალებაც ხომ უდიდესი დღესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.

ხილის კურთხევის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს – როდესაც კაენმა და აბელმა უფალს სამადლობელად თავიანთი შრომის ნაყოფი შესწირეს.

გარდა ამისა, ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში.

სიმბოლურია ისიც რომ ფერისცვალების დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა ყოველთვის, თუმცა ხნილია თევზით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა