თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

მოდით დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს ჩხუბი დავასრულოთ - ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინას მიმართავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას და ომის დასრულებას სთავაზობს. ლუკაშენკოს მტკიცებით, თუ კურსკში ესკალაცია გაგრძელდება და კიევი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, უკრაინა განადგურდება. ლუკაშენკოს აზრით, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა.

"მოდით დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს ჩხუბი დავასრულოთ. ის არც უკრაინელებს, არც რუსებს და არც ბელარუსებს სჭირდებათ. ფაქტებს ვერ მოვიყვან, ისინი აბსოლუტურად დახურულია, სადაც მაღალჩინოსნები ღიად ამბობენ. ვციტირებ: "მოდი უკრაინელებმა და რუსებმა ერთმანეთი დახოცონ - მოდი ყველა ჩაძაღლდეს ამ ქვაბში", - ამას ამბობენ ამერიკული წარმოშობის მაღალჩინოსნები, გაგიმხელთ. ეს ნორმალურია? მათ სურთ, რომ ჩვენ ერთმანეთი ვანადგუროთ", - თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა