თეგებით ძიება
18. 08. 2024 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხი იქნება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა