ბახმაროში დღეს ტრადიციული დოღი გაიმართება
ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
ტრადიციული დოღი ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის და საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, რომლის მიზანიც ბახმაროს პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.
ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს - ეს დღის მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.
ბახმაროში სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებზე იწვევენ. დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, იგეგმება კონცერტები. საღამო ბახმაროში ფეიერვერკით და ელექტრონული მუსიკით დასრულდება.