ფილიპინებში “მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
„ფილიპინებში, 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, “მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ველოდებით ტესტის თანმიმდევრულ შედეგებს და შემდეგ შესაძლებელი გახდება შტამის დადგენა. პაციენტი 33 წლის ფილიპინელი მამაკაცია, რომელსაც ფილიპინების გარეთ არ უმოგზაურია,“ - განაცხადა ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტმა.
„პაციენტს სიმპტომები ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დაეწყო, რაც ციებ-ცხელებით გამოიხატებოდა; ოთხი დღის შემდეგ კი სახეზე, ზურგზე, ტანზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე გამონაყარი აღენიშნებოდა“, - ნათქვამია ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, ფილიპინებში, დაფიქსირებული ახალი შემთხვევა ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი მე-10 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.