თეგებით ძიება
19. 08. 2024 მსოფლიო

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, რათა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ბლინკენი ისრაელში იმ დროს ჩადის, როცა „ჰამასმა“ შუამავლების მიერ მომზადებული სამშვიდობო შეთანხმების მორიგი ტექსტი უარყო და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დააკისრა.

ბლინკენი ომის დაწყებიდან მეცხრე ვიზიტის დროს ისრაელში ნეთანიაჰუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ისრაელის შემდეგ ის ეგვიპტეში ჩავა.

როგორც Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ახლა გარდამტეხი მომენტი დგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა