სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვას მსხვერპლო მოყვა - დაკარგულია რამდენიმე ტურისტი
იტალიაში, კუნძულ სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის გამო 1 ადამიანი დაიღუპა და 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ძლიერის შტორმის გამო, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული 56 მეტრიანი იახტა ჩაიძირა, რომელზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულები აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
"ძალიან ძლიერი ქარი იყო. მოსალოდნელი იყო ამინდის გაუარესება, მაგრამ ასეთი მასშტაბის ქარიშხალს არ ველოდით",- აღნიშნულია სანაპირო დაცვის განცხადებაში.