თეგებით ძიება

უკრაინამ სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია

უკრაინამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული მიხაილო ხარიშინი ipn.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს. 

მისი თქმით, ზურაბიშვილს მოწვევა საელჩო საშუალებით გადაეცა. 

"უკვე გავიხსენე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში მშვიდობის პირველ გლობალურ სამიტში; საქართველო მონაწილეობას იღებს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მუშაობაში. წელს, სხვათა შორის, ყირიმის პლატფორმის მე-4 სამიტი გაიმართება 11 სექტემბერს კიევში. უკრაინამ საელჩოს საშუალებით გადასცა მოწვევა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიიღოს მასში მონაწილეობა", - თქვა ხარიშინმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა