ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს
ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს, - განცხადებას ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამსაათიანი შეხვედრა "პოზიტიური იყო".
„პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.