თეგებით ძიება
19. 08. 2024 მსოფლიო

გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად რჩება - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინა გერმანიისგან 50 მილიარდ ევროს მიიღებს სესხის სახით. შოლცის თქმით, გერმანია იყო და რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს შორის უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს.

„და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროს სესხის სახით, რომელსაც დიდ შვიდეულთან ერთად ვიწყებთ. ეს უკრაინას მისცემს საშუალებას, შეიძინოს დიდი ოდენობის იარაღი“, – წერს კანცლერი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა