მასკის თქმით, ის ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობისთვის მზადაა
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის მის ადმინისტრაციაში მუშაობისთვის მზადაა.
„მზად ვარ ვიმსახურო“, - დაწერა მასკმა.
ტელეკომპანია CNN-მა მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპს სურს, რომ ილონ მასკი მის ადმინისტრაციას შეუერთდეს.
ივლისში ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მასკმა საჯაროდ დაუჭირა მხარი მას საარჩევნო ბრძოლაში.