პოლონეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონები დაიტბორა. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ოსტრუვ ვილკოპოლსკიშია, სადაც საცხოვრებელი სახლები და გზებია დატბორილი.
ქალაქ ვტურეკში, წყალდიდობის გამო, საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქალაქ იაროცინში კი მერიის შენობაა დატბორილი.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.