ბაიდენი: არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი აკეთებს პუტინის წინაშე
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დემოკრატიული“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ამას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში აკეთებს.
„არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“, - თქვა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა უკრაინისა და ნატო-ს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი შეეხო აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. Პრეზიდენტის თქმით, დაუღალავად მუშაობს, რათა კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად მის მიერ ახლო აღმოსავლეთისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმა მიღებული იყოს ყველა მხარის მიერ.