თეგებით ძიება

„ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, რა გითხრათ... ყოჩაღ, თქვენ“ - ირმა ინაშვილი „ოცნების“ მიერ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მთელი 12 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას", რომ გაესამართლებინა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ 12 წლის მანძილზე გასამართლება კი არა, ერთად მღეროდნენ "ჟუჟუნა წვიმა"-ს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცხადებდნენ და მიზანმიმართულად უქმნიდნენ გაძლიერების პირობებს!ახლა, 2024 წლის არჩევნების წინ გვესმის, რომ თურმე, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს ნაცმოძრაობასა და მის განშტოებებს ანუ ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები ჯერ პარლამენტში შევლენ, საპარლამენტო პარტიებისა და დეპუტატების სტატუსს შეიძენენ და მერე გაასამართლებენ (?!). ადრე დასავლეთი გვაწვებოდა,- ნაცმოძრაობა არ გაასამართლოთო და ახლა აღარ ვემორჩილებით დასავლეთის აზრსო. ვისაც ამ დიდი ტყუილის გჯერათ, რა გითხრათ... ყოჩაღ, თქვენ!“ 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა