კურსკის ოლქში გუბერნატორის ვადამდელი არჩევნები გაიმართება
კურსკის ოლქში გუბერნატორის ვადამდელი არჩევნები 28 აგვისტოს გაიმართება.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, არჩევნები ვადაზე ადრე "მოქალაქეების უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის" უზრუნველყოფის მიზნით ტარდება.
ხმის მიცემა ჯამში 12 დღეს გასტანს და 5 სექტემბერს დასრულდება.
ამ დროისთვის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვია, რომელმაც მმართველობის სადავეები 2024 წლის 12 მაისს, რომან სტაროვოიტისგან გადაიბარა. სტაროვოიტი, რომელიც თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, ტრანსპორტის მინისტრი გახდა.
6 აგვისტოდან კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 92 დასახლებას აკონტროლებს.