თეგებით ძიება
20. 08. 2024 მსოფლიო

ღაზაში გატაცებული ექვსი ებრაელის გვამი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ხან-იუნისის რაიონში „ჰამასის“ მიერ გასული წლის ოქტომბერში გატაცებული ექვს ებრაელის გვამი აღმოაჩინეს. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ისრაელის თავდაცვის არმიამ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ღაზის სექტორის ხან-იუნისის რაიონში გატაცებული იაგევ ბუხშთაბას, ალექსანდრე დანციგის, აბრაამ მუნდერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლუელისა და ჰაიმ პერის ცხედრები აღმოაჩინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გვამების გამოტანა ზუსტი სადაზვერვო მონაცემების წყალობით მოხერხდა. საიდენტიფიკაციო პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედრები გატაცებულების ოჯახის წევრებს გადასცეს, აღნიშნეს ისრაელის არმიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა