თეგებით ძიება

"ამბავი, რომელიც დღეს გახდა ცნობილი ყველასთვის შეურაცხმყოფელია, გამაოგნებელია" - ალეკო ელისაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დღეს ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ და შემდეგ რუს ოფიცრებს მოიყვანენ და ჩვენ თავდაცვის ძალებს დაუქვემდებარებენ! - ეს განცხადება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა.

ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და თავად საქართველოს შეიარაღებეული ძალებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა