თეგებით ძიება

„მაიმუნის ყვავილი“ ახალი COVID-19 არ არის - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ [mpox] მიუხედავად იმისა, ახალია ის თუ ძველი შტამი, COVID-19-ის მსგავსი არ არის, რადგან ორგანიზაციას აღნიშნული ინფექციური დაავადების გავრცელების არეალის გაკონტროლება შეუძლია. 

”ჩვენ შეგვიძლია და ერთად უნდა გავუმკლავდეთ „მაიმუნის ყვავილს“. ავირჩევთ სისტემების დანერგვას, რათა გლობალურად გავაკონტროლოთ და აღმოვფხვრათ ეს დაავადება? თუ პანიკისა და წინდაუხედაობის სხვა ციკლში შევალთ? როგორ ვუპასუხებთ ამ გამოწვევას ახლა და მომავალ წლებში, კრიტიკული გამოცდა იქნება ევროპისა და მსოფლიოსთვის.

[ახალ] კლად 1 შტამზე ფოკუსირება ასევე ნაკლებად მძიმე კლად 2 შტამის აღმოსაფხვრელად დაგვეხმარება, რომელიც, გლობალურად, 2022 წლიდან გავრცელდა. ევროპის რეგიონში „მაიმუნის ყვავილის“ კლად 2 შტამის, ყოველთვიურად, 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდება,“ - თქვა გაეროს ბრიფინგზე ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა