თეგებით ძიება
20. 08. 2024 სპორტი

გიორგი მამარდაშვილმა იჯარით ბორნმუთში თამაშზე უარი თქვა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა იჯარით ბორნმუთში თამაშზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

ლივერპულსა და ვალენსიას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ფეხბურთელი მერსისაიდულ მხარეს გაეფორმებინა და იჯარით ბორნმუთში გაეშვა, სანამ ალისონი გუნდიდან წავიდოდა.

მამარდაშვილმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. გიორგი მამარდაშვილს იჯარით ბორნმუთში თამაში არ სურს.

Geo Team-ის ინფორმაციით, 23 წლის მეკარე მიიჩნევს, რომ იჯარით ბორნმუთში ყოფნას, საიჯარო წესით კვლავ ვალენსიაში დარჩენა სჯობს.

ლივერპული და ვალენსია აგრძელებენ მოლაპარაკებას საუკეთესო ვარიანტზე შესაჯერებლად.

Geo Team არკვევს საქმის დეტალებს და ეცდება, მალე მეტი ინფორმაციით დაგიბრუნდეთ" | წერს Geo Team სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა