1992 წელს ალენ დელონმა საერთაშორისო ტრიბუნაზე დაგმო სამხედრო გადატრიალება საქართველოში და მხარი დაუჭირა კანონიერ ხელისუფლებას - სანდრო ბრეგაძე
18 აგვისტოს მსოფლიოს და ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ალენ დელონი გარდაიცვალა. „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 1992 წელს ალენ დელონმა საქართველოში მომხდარი სსამხედრო გადატრიალება დაგმო და კანონიერ ხელლისუფლებას მხარი დაუჭირა.
„შემძულდა ადამიანები,
ყველა ყალბია,
ყველაფერი ხელოვნურია.
აღარ არსებობს პატივისცემა,
აღარავინ ასრულებს დაპირებას,
მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა.
დარწმუნებული ვარ, სამყაროს სინანულის, მონატრების გარეშე დავტოვებ.”
ალენ დელონი ‼️‼️‼️
— 🔴 1992 წელს ალენ დელონი გახლდათ ის პიროვნება , რომელმაც საერთაშორისო ტრიბუნაზე დაგმო სამხედრო გადატრიალება საქართველოში და მხარი დაუჭირა კანონიერ ხელისუფლებას ‼️‼️‼️
— 🔴 დიდი მადლობა ბატონო დელონ - მადლობა თქვენი ხელოვნების და შედევრების გამო - მადლობა სწორი ადამიანური და სამოქალაქო პოზიციის გამო“ - წერს სანდრო ბრეგაძე.