უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს - სირსკი
უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1 260 კვადრატულ კილომეტრსა და 93 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
"თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ. ამის მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტა, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრება... კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1 263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი 93 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს”, - განაცხადა სირსკიმ.