ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მიმართა, გაწვევის ასაკის უკრაინელი ლტოლვილი მამაკაცები ქვეყანაში დააბრუნონ, თუმცა უარი მიიღო - „ბლუმბერგი“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში დააბრუნონ გაწვევის ასაკის უკრაინელი ლტოლვილი მამაკაცები, თუმცა მათგან უარი მიიღო.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პოლონეთმა და უნგრეთმა უარი უთხრეს ზელენსკის, ქვეყანაში იძულებით დააბრუნონ ლტოლვილები, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
აქვე გამოცემა აღნიშნავს, რომ უარის მიზეზი ეკონომიკური ფაქტორიცაა. კერძოდ, ამ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში მუშა ხელის დეფიციტია.
პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა საკუთარ თავს თვითონ ინახავს, მათი შემოსავლის 80% სწორედ შრომითი ანაზღაურებაა.
ჩეხეთში კი, უკრაინელი ლტოლვილების მიერ შრომითი ანაზღაურებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი კი, ორჯერ მაღალი იყო იმ სოციალურ დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ხუთ მილიონამდე უკრაინელი ევროპულ ქვეყნებში დღემდე ლტოლვილად ცხოვრობს.