თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, არჩილ სულაკაურის, ანა კალანდაძის, გოთუას, შარტავას, შორსის, შალვა მჭედლიშვილის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო დელისის, მეგრელიძის, მანუელ აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და წყნეთის ქუჩის მოსახლეობას. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა