თეგებით ძიება

21-22 აგვისტოს საქართველოში ტყის ხანძრების რისკი მოიმატებს

უახლოესი 2 დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ტყის ხანძრების რისკი გაზირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს.აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.(საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა